saqarTvelos tbebi - tanies tba

მდებარეობა დუშეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°38`15` ჩ. გ. 45°00`12` ა. გ.
ფართობი 0.033 კმ²
მოცულობა 123 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 7.6 მ

 

კარული ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2232 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,033 კმ², უდიდესი სიღრმე 7,6 მ, წყლის მოცულობა 123 ათ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია - გაზაფხულ-ზაფხულში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.